სირცხვილიას ერთ-ერთი ლიდერის შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, მოძრაობის ქუთაისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მიხეილ მუმლაძე და აქტივისტი იმედა ონიანი, დააკავეს.
როგორც დიღმელაშვილი Facebook-ზე წერს, აქტივისტების დაკავება ქუთაისში, ხიდზე ბანერების გადმოფენას უკავშირდება, რისი უფლებაც, დიღმელაშვილის თქმით, მათ ჰქონდათ.
"ქუთაისში ხიდზე ბანერების გადმოფენისთვის დააკავეს - თუმცა როგორც თვითმხილველები იძახიან, უფრო გატაცება ერქვა მაგას - სირცხვილიას ქუთაისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მიშიკო მუმლაძე და აქტივისტი იმედა ონიანი.
ოჯახი და ახლობლები რამდენიმე საათი ეძებდნენ და ბოლოს გაირკვა, რომ სამტრედიაში წაუყვანიათ, მაგრამ ადვოკატებიც კი ვერ ახერხებენ დაკავშირებას.
ვისაც ეს პირდაპირ და თუნდაც ირიბად ეხება: ბოლომდე ჩავყვებით ამ ამბავს და ერთი ღერი თმაც რომ ჩამოვარდეთ ბიჭებს თავიდან, ერთი ათად გაზღვევინებთ, გპირდებით. სახეს გაგაძრობთ, ცხოვრებას ქაოსად გიქცევთ.
Update: მოხერხდა ადვოკატის შესვლა. როგორც ჩანს სამტრედიაში მედიისგან მოსარიდებლად წაიყვანეს. საარჩევნო თემატიკის ბანერების გადმოფენას ცდილობდნენ ხიდიდან, რისი უფლებაც ჰქონდათ. დაკავების მიზეზი გაუგებარია, ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ და ალბათ ტრადიციულად "წინააღმდეგობის" შეკერვას შეეცდებიან", - წერს შოთა დიღმელლაშვილი.